ქუთაისში “ყინულის მოედნის” მუშაობა 3 თვეში განახლდება

266
ქუთაისი

წინა სტატია

ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისში ყინულის მოედნის მუშაობა 3 თვეში განახლდება.

მათი თქმით, ტენდერი, რომელიც ქუთაისის “ყინულის მოედნისთვის” საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა, დასრულებულდა.

სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო. სატენდერო პირობების მიხედვით შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯია“ დანადგარის სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში 3 წლიანი გარანტიით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენას ითხოვდნენ.