ბათუმში საახალწლო დეკორაციებისთვის, დაახლოებით, 800 ათასი ლარი დაიხარჯება (ვიდეო)

1074

ბათუმში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გირლიანდებისა და ფერადი განათებები დამონტაჟდება მიმდინარეობს. განათებებით გონიო, თამარის დასახლების და ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა და ჯამში 1 200 ლედ განათება, სხვადასხვა ფიგურები და ჭაღები დამონტაჟდება. მთავარი ნაძვის ხე წელსაც ევროპის მოედანზე დაიდგმება, რომლის მონტაჟი დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბათუმის კულტურის ცენტრი მოქალაქეებს საინტერტესო ღონისძიებებს ჰპირდება. 25 დეკემბრიდან 31 ის ჩათვლის ბათუმელებს და ქალაქის სტრუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპის მოედანზე წინა საახალწლო განწყობა შეიქმნან.

ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე საინტერესო და სასიამოვნო ახალი წლის დღეებს აანონსებს. გასული წელს დაწყებული პროექტი “ახალი წელი შენს ეზოში” წელსაც განხორციელდება. სატვირთო ავტომობილი სხვადასხვა ქუჩებზე იმოძრავებს და საახალწლო განწყობას შექმნის.

სადღესასწაულოდ ქალაქ ბათუმის გაფორმებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარია გათვალისწინებული.