ქუთაისში ასათიანის ქუჩის ხელახალი რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონამდე დაიხარჯება

წინა სტატია

ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე, სადაც ღია ტიპის სანიაღვრე გასულ წელს მოეწყო, სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებს, რისთვისაც 1 485 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი  18 ნოემბერს დასრულდა. ქუთაისის მერიის ცნობით, გამარჯვებული კომპანია “ჯორჯიან სტოუნია,” რომელიც დახურული სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად 1  485 000 ლარს დახარჯავს. ტენდერი 1 583 000 ლარზე იყო გამოცხადებული. სამშენებლო სამუშაოების ვადა 3 თვეა.

“3 თვის განმავლობაში კომპანია კაპიტალურად მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე დახურულ ღვარსადენს, რომელიც ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული და მოსახლეობას დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს. ტროტუარები კი 6 სმ-იანი დეკორატიული ფილებით მოეწყობა”,- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

განმეორებითი სამუშაოების საჭიროებას მერია წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომებით ხნის. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ა(ა)იპ “სპეციალურმა სერვისებმა” დახურულის ნაცვლად ღია არხი მოაწყო. მაშინ ამ სამუშაოებისთვის 315 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარებზე დეკორატიული ფილები დაიგება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ამასთან, ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება ხის ნარგავები.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, ასათიანის ქუჩაზე, რომელიც სამ წელზე მეტია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადათხრილია, სანიაღვრე არხი გასულ წელს მოეწყო. სამუშაოებისთვის მერიის ა(ა)იპ~მა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი დახარჯა, თუმცა, ღვარსადენს არც კი უფუნქციონირია. სანიაღვრე არხის მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

რაც შეეხება გზის საფარს, როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების ვალდებულება წყლის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ეს ემ კა-ს”  აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში
სიუჟეტი მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთამდე მისასვლელი გზა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვისთვის, მერიამ, 17 აპრილს,
ახალციხეში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი ექვსჯერ შეაკეთეს და ასფალტიც გადააგეს, თუმცა წყალი ისევ ჟონავს.
წინა სტატია შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს
გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მერია 2019 წელს 4 სოფელში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ნუკრიანის, ვაქირის, მაშნაარის, ანაგის, საქობოსა და ბოდბის მოსახლეობა გზებისა და წყლის პრობლემების
წინა სტატია დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. დაბა ურეკში
საგარეჯოს მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. მერიი ინფორმაციით,
წინა სტატია სტატიის გაგრძელება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მცხეთის მუნიციპალიტეტს 18 პროექტისთვის 5 576 926 ლარი გამოეყო.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში
ადიგენის სოფელ ვარხანში შიდა ქუჩები ხუთ თვეზე მეტია წყლით იტბორება, მიზეზი მოძველებული სასმელი წყლის სისტემაა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების
წყლის ხარისხი ძალიან დიდი პრობლემაა, შიდა ლოკალური ქსელით მოწყობილი სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყლის სტანდარტს
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ
%d bloggers like this: