ჩუღურეთის რაიონში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, გზას აწესრიგებენ

112

ჩუღურეთის რაიონში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 720 კვადრატულ მეტრზე მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე კი, ასფალტის ახალი საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “პარმა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 24 000 ლარს შეადგენს.