გურჯაანის მერიის შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე 77 ათასი ლარი იხარჯება

1111

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 77 ათასი ლარით ფინანსდება.

მერიის ცნობით, ნულოვან სართულზე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება განთავსდება, რისი მიზანიც, მერიის ინფორმაციით, ერთი სივრცის შექმნა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული შენობის მეორე და მესამე სართულებზე იატაკი უკვე დაიგო.