ოზურგეთში ყაზბეგის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

854

ოზურგეთიში ყაზბეგის ქუჩის მესამე შესახვევსა და მიმდებარე მოედანზე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 743 044 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ასევე წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ყაზბეგის ქუჩაზე სამუშაოები შპს “გზამშენი 18” აწარმოებს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.