მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მცხეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის “კენკროვანი კულტურების” ქვეკომპონენტის ხელშეწყობის გზები განიხილეს.

“სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონის სიძლიერის წინაპირობაა. ამ მიმართულებით, კენკროვანი კულტურების გაშენების დაფინანსება კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოსახლეობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხალხის ინფორმირებისთვის და პროექტის ფარგლებში მომსახურების ხარისხიანად მიწოდებისთვის. ჩვენი მიზანია, თითოეული ინიციატივისა და წამოწყების სიკეთე მაქსიმალურად აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმ ღონისძიებებზე იმსჯელა, რომელიც “კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფს.

“მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში, “კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის“ განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ზრდას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები