დღეიდან თბილისში 10 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსი ივლის. ულიცენზიო ტაქსები კი დაჯარიმდებიან

1657

დღეიდან თბილისში 10 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსი ივლის. ულიცენზიო ტაქსები კი დაჯარიმდებიან.

როგორც ცნობილია, ტაქსების ლიცენზირების ვადა დღეს ამოიწურა. დღეიდან კი ტაქსით მომსახურების სერვისის ულიცენზიოდ განხორციელება 200 ლარით დაჯარიმდება. მერიის ინფორმაციით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა პარკირების სპეციალური ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება. გარდა ამისა, ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებს საკუთარ ავტომობილებზე რეკლამის განთავსება შეეძლებათ, რეკლამიდან შემოსული თანხა კი მათვე დარჩებათ. მერია მათ, ასევე, დაუმზადებს და უფასოდ გადასცემს მანათობელი ტაქსის ნიშანს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ეს არის ტაქსებთან დაკავშირებით გასატარებელი რეფორმის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე კი, ანუ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, დედაქალაქში ყველა ტაქსი ერთი ფერის – თეთრი იქნება. ამავე პერიოდიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.