ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება

818

ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ახალაშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება. გამგეობის ცნობით, კედლის სიგრძე 63 მეტრი, სიმაღლე კი- 2,3 მეტრია.

საყრდენი კედლის მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი გამოიყო.

“თბილისის მერიის მიერ აშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ვასრულებთ. ხვალამდე დასრულდება კედლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარიც დაიგება. ასევე, კომპლექსის წინ არსებულ ტერიტორიაზე გასულ თვეში დავასრულეთ საგზაო სამუშაოები. თვის ბოლომდე შენობის მიმდებარე გარე პერიმეტრი მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.