თელავში პარკირების გადასახადის დაწესება იგეგმება (ვიდეო)

285

თელავში პარკირების გადასახადის დაწესება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის თქმით, უახლოეს მომავალში, საკრებულო გეგმავს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მთლიან ტერიტორიაზე შეიმუშავოს პარკირების წესი, სადაც, მისი თქმით, გათვალისწინებული იქნება, როგორც ფასიანი, ასევე, უფასო საპარკინგე სივრცეებიც.