ფოთში გზების ორმული შეკეთება დაიწყო

644

ფოთში გზების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზა-მშენებელი-13” ახორციელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 ათას 474 ლარით ფინანსდება. ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები 31 ივლისს დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები სამეგრელოს მოედანზე, აკაკის, ბარათაშვილის, ზერაგიასა და წმინდა გიორგის ქუჩებზე განხორციელდა.