აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა

წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის ხელძღვანელის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა.თორნიკე რიჟვაძე “ქართული ოცნების” კანდიდატია, ოპოზიციას კი ამ თანამდებობაზე არმაზ ახვლედიანი ჰყავდა წარდგენილი.

იმისთვის, რომ კანდიდატი აჭარის მთავრობის მეთაური გახდეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს.

თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იყო. მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები