სიღნაღში რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის მექანიზმებზე იმსჯელეს

სიღნაღში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

შეხვედრაზე ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს, კონკრეტულად, რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებსა და მრავალდონიანი მმართველობის მნიშვნელობაზე.

მოწვეულმა ექსპერტმა კონსტანტინე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის ქვეყნენში არსებული მრავალდონიანი მმართველობის მოდელებიც გააცნო.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები