ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

631

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში N2-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, სოფელ  ნასაკირალში საბავშვო ბაღის არარსებობის გამო ადგილობრივებს ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ.

საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 458 413 ლარს შეადგენს, 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს.