ქუთაისის მერია სათათბირო ოთახის ავეჯისათვის 16 ათასამდე ლარს დახარჯავს

1051

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო ოთახის ავეჯის შესყიდვისათვის 16 ათასამდე ლარის   დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

მერიის მიერ გამოცხადებულ,  15 685 ლარის ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება.