შენობებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან ამოქმედდება

704

“შენობების ენერგოეფექტურობას შესაბამისი აუდიტორები დაითვლიან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტების გადამზადება უკვე მიმდინარეობს. როგორც ქავთარაძე ამბობს, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კომპიუტერული პროგრამის შექმნაზეც, რომელიც აუდიტორებს საშუალებას მისცეს უმოკლეს დროში დაითვალონ ამა თუ იმ შენობის ენერგო ეფეტურობის მაჩვენებლები. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

“ენერგო აუდიტი არის ესეთი ცნება. მიმდინარეობს მუშაობა რომ მოხდეს სპეციალისტების გადამზადება. შესაბამისად, ამ პირებს შეეძლებათ რომ ასეთი აუდიტები ჩაატარონ. აუდიტი არ არის კომპლექსური თუ არ არის საუბარი ძალიან დიდ შენობაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ის რომ შემუშავებული იქნება შესაბამისი კომპიუტერული უზრუნველოფა, კომპიუტერული პროგრამა იქნება, რომელიც შესაძლებას მისცემს ენერგო აუდიტებს სწრაფად და იაფად ჩაატარონ ენერგო აუდიტი. ამაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარებს და ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის ასეთი პროგრამა იქნეს შემუშავებული”-აცხადებს ირმა ქავთარაძე.

ქავთარაძის თქმით, შენობებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან ამოქმედდება.

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი ივნისის ბოლოს გადაუგზავნა.