ბაღდათის ხუთ სოფელს ახალი საავტომობილო გზა ექნება

504

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, 5 სოფელში ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება და უახლოეს პერიოდში სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, დიმის, ფერსათისა და საკრაულას მოსახლეობა ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზების გარდა დიდი ყურადღება ეთმობა სოფლებამდე მისასვლელ გზებს.

“2018 წლის დასაწყისში ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,“-აღნიშნა დალაქიშვილმა.