გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი ძაღლების საკითხია. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
NDI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, დავით რაზმაძემ ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს. როგორც რაზმაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ეს პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.
„ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრობლემის სათანადოდ გადაწყვეტა, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამაში ერთნაირად უნდა ჩაერთოს ხელისუფლებაც და სამოქალაქო საზოგადოებაც, სხვათაშორის, ამ პრობლემის გადაჭრაში აქტიურადაა ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლებაც. მე, პირადად ძალიან მიყვარს ძაღლები და წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალისმიერი მეთოდით ამ პრობლემის მოგვარებისა“, – აღნიშნა დავით რაზმაძემ.
მარტის დასასრულს, გორში ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი წარადგინეს. ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გულისხმობს შიდა ქართლის რეგიონში ერთი თავშესაფრის არსებობას, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტს მოესამხურება.