სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა

739

ზესტაფონის სოფელ დილიკაურის გაზიფიცრება დასრულდა. ბუნებრივი აირით სოფელ დილიკაურში მცხოვრები 732 ოჯახი ისარგებლებს.

ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.