საბურთალოს რაიონში ბახტრიონის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა სრულდება

744

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქ. N30-ში, შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო და ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო.

ასევე, აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 71 129 ლარით დაფინანსდა.