ქობულეთის შემოვლითი გზა, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება

942

მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების გამო ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა დროებით გადაიდო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია გახსნის ცერემონიალს ქვეყნის პრემიერი ესწრებოდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ მაგისტრალის გახსნა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მოხდება.

ამ ეტაპზე ბათუმი – ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 209 852 079 67 ლარს შეადგენდა.