ფოთში ახალგაზრდული პროექტი – ,,ჩემი ქალაქის მოხალისე” დაიწყო

1117

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაიწყო ახალგაზრდული პროექტის ,,ჩემი ქალაქის მოხალისე”.

პროექტის ფარგლებში, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქალაქის, ასევე, საკუთარი ინიციატივით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტ ,,ჩემი ქალაქის მოხალისის” ფარგლებში შესულია 14-29 წლამდე ახალგაზრდის 80 -მდე ინტერნეტ განაცხადი.

მერიის ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა.