როგორი იქნება ავტომაგისტრალის ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთი (ვიდეო)

4902

როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 4-ზოლიანი მაგისტრალის მიწყობა, თითოეულის სიგანე კი 3,75 მეტრი იქნება. ასევე, მოეწყობა 2,5 მეტრი სიგანის 2 გვერდულა/საავარიო ზოლი.

პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 18 გვირაბისა და 35 ხიდის მოწყობა, საიდანაც 18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით მოეწყობა.

12-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, დაგეგმილია სამი კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.