სამუშაოების დასრულების შემდეგ საჩხერის მუციპალიტეტის 6000-მდე მცხოვრებს ხარისხიანი წყალი ექნება

626

წინა სტატია

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია.

“საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის   დასრულების შემდეგ, 5 სოფელში მცხოვრები  6 ათასამდე ადამიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრ მუნიციპალიტეტში გვაქვს მსგავსი პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად ყველგან მივხედოთ წყლის და კანალიზაციის სისტემების  მშენებლობა-რეაბილიტაციას“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ.

სამინისტროს ცნობით, საჩხერეში მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარების და სატუმბი სადგურის მშენებლობა, ასევე – მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ სოფლებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ, პროექტის დასრულების შემდეგ კი 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ.

ადგილზე დასაქმებულია 80 ადამიანი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს.

პროექტი 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.