ზესტაფონის სოფელ კლდეეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

496

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამჟამად, დამეწყრილ მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

ფრაგმენტულ შეკეთებას მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შპს „ბორანი“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია სანიაღვრე სისტემასაც უტარდება.

დამეწყრილი გზის აღდგენის სამუშაოები, სოფელ ქვედა საქარის საავტომობილო გზაზეც განხორციელდა. ვალდებულების თანახმად „ბორანი“ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასოფლო – საუბნო და ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.