შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მერიის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები და დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა.

მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ,, თემურ აბულაძე“ აწარმოებდა.

უწყების ცნობით, პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მიერამ 4380 ლარით დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება.

“ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების რეაბილიტაცია და იგეგმება წყალსაყრის ამბულატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები