ქამადაძე: ნაციონალები ბათუმის მერიის უწყებებიდან ინფორმაციის ვერ იღებენ

1101

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ნაციონალებს ბათუმის მერიის უწყებებიდან ინფორმაციის მიღება უჭირთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა”, – თქვა მირდატ ქამადაძემ.
მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს და ა(ა)იპ-დან და შპს-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, ამასთან, გამოთხოვილი ინფორმაციები არასრულყოფილია.
„გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქალაქ ბათუმის მერს შეხვედრისთვის მისთვის მისაღებ თარიღს საჯაროდ ვთავაზობთ“, – განაცხადა ქამადაძემ.