წელს გორის მერია ხელფასებისთვის 24 030 ლარით მეტს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების ანაზღაურებისთვის 2018 წელს 3 813 800 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” გორის მერიიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მერიის ცნობით, უწყებაში 289 ადამიანია დასაქმებული. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნის შედეგად, საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა და 4 შტატგარეშე თანამშრომლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის სტატუსის გაუქმების არგუმენტებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინი თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით არ გამართლდა.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მცირე რაოდენობით საშტატო ნუსხა ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში ერთად, 2017 წელს იყო წარმოდგენილი. რადიოს ცნობით, შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა მაშინ 260-ზე ნაკლები არ ყოფილა. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება მათი ანაზღაურებისთვის დახარჯულ თანხებში. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, 2014-2017 წლებში სულ შტატიანი თანამშრომლების ხელფასებისთვის 15 063 103 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული შტატიანი თანამშრომლებისთვის 3 753 710 ლარი ხელფასებში გაიწერა, ხოლო რეორგანიაზციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ სულ 84 120 ლარი შეადგინა. გამოდის, რომ ამ მიმართულებით, 2017 წელს 3 837 830 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებულ თანხაზე 24 030 ლარით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები
გორის მერია პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებზე 150 ათას ლარს ხარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აქედან ერთი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ 10 ა(ა)იპ - ში სულ 2 160 ადამიანი მუშაობს. მათი
1 მარტიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის
ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 11 610 000 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით, 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის
წინა სტატია გორის ბაღების თანამშრომლთა ნაწილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის გადადგომას ითხოვს. მათი
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს
2018 წელს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასის სახით სულ 424 330 ლარი გაიცა. ინფორმაციას
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მენეჯერების, აღმზრდელებისა და ლოგოპედების გარდა,
წინა სტატია ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტმა 11 742 703 ლარი შეადგინა. გასული წლის მსგავსად
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან თანამშრომელთა ყოველთვიური ანაზღაურებისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხელფასებისთვის ერთ წელში 2 334 942 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.
ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ხელფასები 40 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,
"2018 წელთან შედარებით ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დაფინანსება 2019 წელს მომატებულია, თუმცა შემცირებულია
%d bloggers like this: