ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო “გურიის” რეაბილიტაცია განახლდა

988

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო “გურიის” რეაბილიტაცია განახლდა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სასტუმრო „გურია პალასი“ – (ყოფილი სასტუმრო „გურიას“ შენობა) თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების დამატებას. 

სასტუმროში სულ 47 ნომერი იქნება, (აქედან 3 ლუქსი) რომლის მეორე სართულზე კვების ბლოკი და დამხმარე სათავსოები განთავსდება. 

მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.

სასტუმრო სულ 2 204 კვ.მ.- ს იკავებს. 

შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში. 

მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.