სოფელ ნოსტეში გარეგანათების ნათურებს დააყენებენ

555

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეს ქუჩები მაისის ბოლოს ღამით განათდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კასპის მერიამ მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

კასპის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, გარეგანათების სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება.

ნათურები 33 ბოძზე განთავსდება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, გარეგანათებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.