ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ხიდი აშენდა

1206

დასრულდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა. ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მეტალოკონსტრუქციის ხიდი 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის არის.

მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.

დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.