ლაშა კომახიძემ შპს ,,სანდასუფთავების” ახალი უფროსი წარადგინა

747

ქალაქ ბათუმის მერიის ცნობით, შპს ,,სანდასუფთავებას“ დავით დუმბაძე უხელმძღვანელებს.

ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

,,ბატონ დავითს წარდგენა არ სჭირდება, მას ყველა კარგად იცნობს. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ჩემი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდში, რა დროსაც საშულება მომეცა გამეცნო მისი შესაძლებლობები და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოგეხსენებათ, ტურისტული სეზონი გველოდება წინ, რომელსაც დიდი დატვირთვა ექნება გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებიდან და სანდასუფთავების სამსახურს ამისთვის მომზადება დასჭირდება. მჯერა, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ამ მოვალეობას. ბატონ დავითს ვუსრვებ გუნდთან ერთად ნაყოფიერ და შედეგიან მუშაობას“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

აღსანიშნავია, რომ დავით დუმბაძე 2013-17 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.