ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსი ასლან გელაძე გახდა

788

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, ასლან გელაძე საკუთარი გამოცდილებით აღნიშნულ სამსახურს თავს ღირსეულად გაართმევს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ ასლანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მას მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს ამ მოვალეობას. ველოდები ახალ წინადადებებსა და ახალ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია.