ჭიათურაში სოფელ ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

690

ჭიათურაში, სოფელ ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მძიმეწონიანი მანქანები სოფლების გზაზე მოძრაობენ, რის გამოც გადაადგილება გართულებულია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც წვიმს.მოსახლეობა ამბობს, რომ თითქმის ერთი კვირაა კომპანიის მანქანებს არ ატარებენ და ვიდრე გზის სრულად რეაბილიტაციაზე პირობას არ მიიღებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.

მათი თქმით, ისინი შეხვდნენ ჭიათურის მერს, თუმცა ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო, მისგან მხოლოდ გზის მცირე მონაკვეთის დაგების პირობა მიიღეს.

აქციის მონაწილეებთან ჭიათურის მერი მოვიდა. პაატა ნადირაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება პროექტზე ტენდერი. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან 200000 ლარამდე გამოიძებნა, რაც 400- 500 მეტრიანი მონკვეთის რეაბილიტაციისთვის არის საკმარისი. მერი პორობას დებს, რომ ეტაპობრივად გზა სრულად მოწესრიგდება.