რუსთაველების თხოვნით, ქალაქში ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა

810

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რუსთავის მერიამ საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, თბილისის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობის ამკრძალავი საგზაო ნიშნები დაამონტაჟა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

“რუსთავსერვის ცენტრი”-ს თანამშრომლებმა, დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, საგზაო ნიშნები, აღმაშენებლისა და სანაპიროს ქუჩის კვეთაზეც დაამონტაჟეს.

აღნიშნულ ქუჩებზე სატვირთო ავტომობილები სისტემატიურად გადაადგილდებოდნენ, რაც ფალიაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. მოსახლეობამ პრობლემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.