ბათუმში „ვისოლის“ შვილობილი კომპანიის მოსაცდელები ტროტუარებს კეტავს

666

ბათუმში „ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

„ვისოლ“ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ალმა“ ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები ზოგიერთ ადგილზე მთლიანად ჩაკეტილია. ამასთან, ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა.

ინფორმაციის გასარკვევად “ბათუმელებმა” მერიას მიმართა, თუმცა, მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

სტატიის სრულად სანახავად იხილეთ ბმული.