ბათუმის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

1179

ბათუმის მერიის მიერ  მუნიციპალური ავტობუსების შესასყიდად  გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია ‘ჩერსკასკი ავტობუს”-ი მონაწილეობდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სატენდრო პაკეტები თვიმმართველობაში ტენდერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთში გაიხსნა. მერიამ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უნდა შეისწავლოს, რისთვისაც ვადა დაახლოებით 2 თვე აქვთ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დააკმაყოფილა თუ არა უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

პირველ ეტაპზე კომპანიამ  დიზელის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის, ხოლო შემდეგ ელექტრო ავტობუსების შემოყვანა უნდა უზრუნველყოს, რომელიც 60 ადამიანზე იქნება გათვლილი და არსებულთან შედარებით, როგორც მერიაში ამბობენ  ხარჯს 50%-ით შეამცირებს.

პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.