ქუთაისის მერიამ სატელეფონო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანია შეცვალა

629

ქუთაისის მერიამ მერიის სატელეფონო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კომპანია შეცვალა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ადგილობრივ ხელისუფლებას კომპანია “სილქნეტი” ემსახურებოდა, რაშიც მერიამ წლის განმავლობაში 30 000 ლარი გადაიხადა.

მიმდინარე წელს კი მერიის სატელეფონო კავშირს კომპანია “დატაკომი” უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანიის მომსახურება ქალაქის ბიუჯეტს 5 500 ლარი უჯდება.

ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.