ქუთაისის ოპერის თეატრის გარე ფასადის განათების აღდგენა მიმდინარეობს

711

ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა” ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის გარე ფასადის განათების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის ფასადის განათება შიგა კომუნიკაციის დაზიანების გამო იყო გათიშული. ამ ეტაპზე შენობის ფასადის ერთი ზოლი აღდგენილია, ხოლო სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება.

ოპერის თეატრის გარე გასადის განათებასთან ერთად, მიმდინარეობს ქუთაისის N1 საჯარო სკოლის შენობის გარე ფასადის განათების მოწესრიგებაც.

ცნობისთვის, ააიპ “ქუთგანათების სერვისი” ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელმაც ქალაქში გარე განათებისა და შუქნიშნების გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყოს.