ქუთაისში, სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა

709

ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული სადენები იყო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში დოკუმენტაცია დაზიანდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.