სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმების გამო სოფლებში სხვადასხვა პრობლემა ვერ გვარდება

689

საპირფარეშოები, მოსაცდელები, გარეგანათებები და სასმელი წყლის ფანტანები –  ამ საჭიროებების მოწესრიგებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ითხოვენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სოფლის  მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა, ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ სოფლის ცენტრების მოწესრიგება მრავალმხრივი მიმართულებაა და ამისთვის ერთიანი პროექტი არ აქვთ.

ქობულეთის მერიის განცხადებით, საჭიროებებს ეტაპობრივად დააკმაყოფილებენ. აჭარაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი მოქმედებს, თუმცა ამ ფონდიდან სოფლებში მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ.