ბათუმში საუბნო კავშირები ამოქმედდება

492

ბათუმის მერიის ინიციატივით, საუბნო კავშირები ამოქმედდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პროექტი მერიის დაკვეთით “განვითარების აკადემიამ” მოამზადა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

საუბნო კავშირების მიზანი ადგილობრივ დონეზე პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე დროულად მიტანაა.