ხობის მუნიციპალიტეტში 6 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

867

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტის მიხედვით მოხდა არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება და ერთფენიანი საგზაო სამოსის მოწყობა. ჩატარდა მიერთებების, კიუვეტებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები, ასევე მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში 80 ადამიანია დასაქმდა.