რუსთავის მერმა მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი წაუკითხა

1224

პროექტის ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი” ფარგლებში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი წაუკითხა. ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.

ეს პროექტი რუსთავის მერიის ინიციატივით, რუსთავის 70 წლის იუბილის აღსანიშნავად მიმდინარეობს და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები პატარებს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საბავშვო-ბაღში ზღაპრებს წაუკითხავენ.