მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება

1113

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის შენობაში 19:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუბერნატორებმა თავიანთი რეგიონების შესახებ პრეზენტაციები და პრობლემური საკითხები უნდა წარადგინონ და თუკი პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა გახდება საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა ამისათვის მზად არის.

დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იქნება შრომისა და მშენებლობის უაფრთხოების საკითხი, ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები.