კალაძემ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა

940

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი წარადგინა – ამ პოსტს მერიაში ვახტანგ ჯოხაძე დაიკავებს.

კალაძის თქმით, ჯოხაძე ურბანისტი, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმის ექსპერტია, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კალაძის ინფორმაციითვე, ჯოხაძეს მომზადებული სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების არაერთი პროექტი აქვს ომზადებული.

დედაქალაქის მერიაში ახალი სამსახური – ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ახლა იქმნება. ამ დრომდე ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება იყო, თუმცა, ამ სამსახურის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, ამ სფეროს ახლა უკვე ცალკე არსებული საქალაქო სამსახური უხელმძღვანელებს, ხოლო არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროექტების მართვა.