გარდაბნის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო შეეფარდა

642

წინა სტატია

გარდაბნის საკრებულოს წევრს გივი ძმანაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო განესაზღვრა, პატიმრობის უზრუნველყოფით.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გივი ძმანაშვილს საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ძმანაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გივი ძმანაშვილი საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარეა. ის 8 თებერვალს დააკავეს.