ქარელის მუნიციპალიტეტში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი 4.8 მილიონი ლარით დაფინანსდა

2018 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი 4 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 811 902 ლარია გათვალისწინებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ცენტრალური გზის მოასფალტება ცეტნრალური ბიუჯეტიდან 3,395,641 ლარით დაფინანსდება, ხოლო ქარელის ქუჩების მოასფალტების სამუშაოებისთვის 531,316 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოწესრიგდება ქარელი-აფნისის გზის ნაწილიც, რისთვისაც რეგფონდიდან 620,345 ლარი გამოიყოფა, ხოლო კნოლევში მისასვლელი გზის მონაკვეთის ასფალტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 264,600 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები