“ერთობა – ახალი საქართველო” მმართველ გუნდს არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებს

1018

“ერთობა – ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებს. მისი განცხადებით, არჩევნებზე მოქალაქეების პრესონალური მონაცემების მასიური გამოყენება მოხდა. თეონა ჭალიძის თქმით, “ქართულ ოცნების” წარმომადგენლები მოქალაქეებს ურეკავდნენ და საარჩევნო უბანზე გამოცხადებას სთხოვდნენ. ჭალიძის განცხადებით, ამ ფორმით ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა ხდებოდა, რითაც მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა მოხდა.

“ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბების ყველაზე დახვეწილი მეთოდი გამოიყენა.  მოქალაქეების პერსონალური მონაცემების გამოყენება ასე მასიურად არცერთ არჩევნებზე არ მომხდარა. “ქართული ოცნების” სქემა შემდეგნაირად მუშობდა. პირველი რგოლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მუშაობდა. რეგისტრატორების უკან განთავსებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, რომლებიც უშუალოდ სამაგიდო სიებიდან ახდენდნენ იმ ამომრჩეველთა რიგის ნომრების ამოწერას, რომლებიც უკვე იყვნენ არჩევნებზე.

აღნიშნული ნომრები გადაეცემოდა მეორე რგოლს, ანუ  საარჩევნო უბნის გარეთ მდგომ ოცნების უბნის კოორდინატორებს, რომლებიც წინასწარ გამზადებულ ცხრილში აღნიშნავდნენ მოსულ ამომრჩეველს და გადასცემდენენ მესამე რგოლს, ოცნების ცენტრალურ შტაბს, საიდანაც ხდებოდა იდენტიფიცირება იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოცხადებულნი საარჩევნო უბნებზე.

ჩვენი ინფორმაციით, მათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა ქონდათ. სწორედ ამ ბაზებში დაფიქსირებული ტელეფონის ნომრებით ხდებოდა მათთან დაკავშირება შემდეგი ტექსტებით – “კახი კალაძის შტაბიდან გირეკავთ, გთხოვთ გამოცხადდეთ საარჩევნო უბანზე”. მიმართვა სახელობით ხდებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხდებოდა  მოქალაქეებზე ირიბი ზეწოლა და თავისუფალი ნების შეზღუდვა. ის რომ “ქართულ ოცნებას” ამ ბაზებთან წვდომა ქონდა ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რაც კანონდარღვევაა”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

წყარო: აიპრესი