კომისიის თავმჯდომარე კონსულტაციებს “ქართულ ოცნებასთან” გადის – Audio

471

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის დაუკავშირდა “ქართულ ოცნებას”, საიდანაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის.

“ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაუკავშირდა ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, რომელმაც უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ”, – ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე ეხება დღის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევას, რა დროსაც “ქართული ოცნებისა” და “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ.